მსახიობ ზურა ყიფშიძესთან ინტერვიუს ტელეკომპანია „იმედი“ აქვეყნებს, სადაც იგი ახალგაზრდა თაობასა და მსახიობების ბუნებრივობაზე საუბრობს.
როგორც თავად მსახიობმა აღნიშნა, ახალი თაობა არაჩვეულებრივია, თუმცა მათ ღირსეული მასწავლებელი აკლიათ:
„ის რომ ცხოველები უნდა გიყვარდეთ, ალბათ უნდა იცოდეთ უჩემოდ. მე მეძაღლე ვარ და ძალიან მიყვარს ძაღლები, ამიტომ ბევრს ვსწავლობ სხვათა შორის ძაღლებისგან. თვალები აქვთ ნამდვილი. მსახიობებს ნამდვილი თვალები უნდა ჰქონდეთ. აუცილებლად ყველა როლში, პატარაში, დიდში, მოგწონთ, არ მოგწონთ. უნდა იყოთ ძალიან ბუნებრივი და ძალიან ძალიან ნამდვილი.
ნამდვილი თუ ხარ დაგიჯერებს მაყურებელი. ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ წინა თაობიდან. ახლა ამბობენ, აღარავინ არ მოდისო - ტყუილია. მოდის გადასარევი, არაჩვეულებრივი თაობა და ახალგაზრდები. რომელთაც თუ რამე აკლიათ, ეს არის მასწავლებელი. აი თუ მასწავლებელი გამოჩნდა, ანუ გური, დირიჟორი, რეჟისორი, იმ ბავშვებს ყველაფერი გამოუვათ“, - ამბობს ზურა ყიფშიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედამიწაზე დიდი არეულობა და გაუგებრობა დაიწყება...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ებრაელებზე