ქართველი „იუთუბერი“ გიორგი დანელია ემოციურ მიმართვაში ბავშვობის ყველაზე მძიმე დანაკარგს იხსენებს. იგი „ინსტაგრამზე“ განთავსებულ პოსტში საუბრობს 11 წლის ასაკში გარდაცვლილ ძმაზე, იოანეზე, რომელსაც საკუთარ მთავარ მესაიდუმლესა და საუკეთესო მეგობარს უწოდებს. „იუთუბერის“ თქმით, მიუხედავად წლების გასვლისა, ძმის ხსოვნა მისი ოჯახის ძალად და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რჩება.
„ზოგჯერ ცხოვრება გვართმევს მათ, ვინც ყველაზე ძალიან გვიყვარს და გგონია, რომ ეს დასასრულია. 11 წლის ბიჭისთვის ეს დიდი ტვირთი აღმოჩნდა. მე დავკარგე არა მხოლოდ ძმა, არამედ ჩემი მთავარი მესაიდუმლე, საუკეთესო მეგობარი და სულის ნაწილი.
ასეთ დროს ბევრი რამ არ გესმის, მაგრამ გჯერა, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება. სწორედ ამ ნების გამოვლინებაა ჩემი დიდი ოჯახი, რომელიც იოანეს მოგონებებს ჩემთან ერთად უფრთხილდება. ამ მოგონებებით იო ჩვენთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას.
ის, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენ ოჯახს, აძლიერებს მშობლებს, რომელთაც მასზე ფიქრის გარეშე, ერთი ღამეც არ დაუძინიათ. აძლიერებს ჩემ და-ძმებს, რომელთაც უკვე საკუთარი ოჯახები აქვთ. მაძლიერებს მე, მის უფროს ძმას, რომელიც იოანეს სახელის გაგონებაზე ისევ იმ 11 წლის ბიჭად იქცევა.
რამდენადაც რთული არ უნდა იყოს წარსულთან პირისპირ დარჩენა, ეს ერთადერთი გზაა იმ ძვირფასი წუთების გასახსენებლად. ამიტომაც ვარ აქ და ამიტომაც მივალ ყველგან, სადაც იოანესთან გატარებული ცხოვრების თუნდაც ერთი წამი მელოდება“, - ამბობს გიორგი დანელია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ეს არის ყველაზე საშინელება, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს...“ - რას გვირჩევს თეოდორე გიგნაძე
⭕ „შენ ხარ ყველაზე იღბლიანი პირად ცხოვრებაში...“ - 12 თებერვლის კოსმოსური ამბები
⭕„მასში ერთიანდება ხელოვნება და სულიერი სილაღე...“ - რა გავლენას ახდენს ვარსკვლავი Vega ჩვენზე