მოლაშქრე ნიკო ჯავახიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც გარდაცვლილს ახლობლები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
„წავიდა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, ჩვენი მეგობარი და მთაზე შეყვარებული ჩვენი ნიკო ძია.
მიხარია, რომ გიცნობდით და ძალიან მწყდება გული, რომ ასე მალე დაგვტოვეთ.
ჩვენ მოგზაურებს ყოველთვის გვემახსოვრებით და გაგიხსენეთ დიდი სიყვარულით, შევხვდებით იმიერში“.
„ნიკო ძია აღარაა. როგორ შემაყვარა თავი 1 დღეში. ჩირდილის ტურზე გულს იტკიებდა, კუნთი გამიცივდაო, ვუთხარი რამე სერიოზული არ იყოს უფრო -მეთქი, მაგრამ ჯიუტი კაცი იყო, ნიტროგლიცერინმა არ მიშველა, არ იქნება გულიო. ისე მაგარი ჯანიანი კაცი იყო და ახალგაზრდა იყო 65 წლის ასაკში. სხვა ტურებიც გვინდოდა ერთად.
ძალიან მწყდება გული, რომ აქამდე არ გიცნობდით, ნიკო ძია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული.
პ.ს. ნიკო ძიას აქვს არაჩვეულებრივი ფოტოგრაფიული ალბომები, ფბზეც უდევს. საოცარი ხედვა ჰქონდა. ისედაც ვაპირებდი, მის ერთ-ერთ ფოტოს ავარჩევ, ამოვბეჭდავ და საპატიო ადგილს მივუჩენ ჩემს ოთახში“, - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი ცხადაძე მეუღლესთან ერთად ბათუმში იმყოფება - რა კადრებს ავრცელებს მომღერალი
🎥 როგორ გამოიყურება 85 წლის ასლან აბაშიძე, რომელიც შვილიშვილთან ერთად გამოჩნდა