
ქვეწარმავლების სეზონი და აქტიურობის პერიოდი ზაფხულის დადგომასთან ერთად უფრო იმატებს. მომრავლდა თუ არა გველების რაოდენობა დედაქალაქში, სად უფრო მეტად გხვდება ისინი და როგორ დავიცავთ თავი ქვეწარმავლებისგან? - ამ კითხვებს გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორი კოტე ფხაკაძე პასუხობს და საჭირო რჩევებს გვიზიარებს.
„დედაქალაქში გველების რაოდენობა არ მომრავლებულა, პირიქით მათი რაოდენობა შემცირებულია. უბრალოდ გაიზარდა თბილისი, იქ სადაც დაუსახლებელი ადგილები იყო - იყო გველებიც, და დღეს უკვე ამ ადგილებში ხალხი ცხოვრობს. გველებს უფრო მეტად ვხვდებით დაუსახლებელი ადგილებში, ხეობებში, სადაც პატარა ღელე ჩამოდის, თუმცა აქ ვხვდებით უშხამო გველებს, რომლებიც ჩვენი მსხვერპლი ხდებიან“, - ამბობს კოტე ფხაკაძე.
მან ასევე ისაუბრა რჩევებზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ როდესაც გველს დავინახავთ:
„როდესაც გველს დაინახავთ უნდა წამოხვიდეთ ერთი ნაბიჯით უკან და გაერიდოთ იმ ადგილს. შხამიანი გველი ადამიანს ძირითადად ხელზე კბენს, გიურზა კი თითქოს აფრთხილებს ადამიანს კბენის წინ - ხმამაღალ სისინს გამოსცემს.
თუ გველმა გიკბინათ, პირველ რიგში მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, დალიეთ ალერგიის საწინააღმდეგო წამალი, იყავით უმოძრაოდ“, - ამბობს კოტე ფხაკაძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა იცის მოსახლეობამ ChatGPT-ის შესახებ და რას ეკითხებიან მას ყველაზე ხშირად?