
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია. ამ დღის ენერგია საკმაოდ ძლიერი იქნება. მოგეცემათ შესაძლებლობა, გადალახოთ დაბრკოლებები და დაიწყოთ ახალი საქმე. გაითვალისწინეთ, რომ არ არის სასურველი დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა“, - 2 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა:
ვერძი ♈︎
თქვენი ენერგია აქტიურდება - საინტერესო დღე გელოდებათ. შეიძლება იყოს სიახლეები თქვენს ცხოვრებაში, ან გაიცნოთ ახალი ადამიანები.
კურო ♉︎
ეს დღე მოგცემთ საშუალებას, გათავისუფლდეთ იმ ემოციისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გაწუხებდათ. ასევე შეძლებთ მარტივად იპოვოთ პრობლემიდან გამოსავალი.
ტყუპები ♊︎
ბევრის აღება შეგიძლიათ საკუთარ თავზე, თუმცა, რაღაც მომენტში ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავში. გამოიყენეთ ამ დღის ენერგია, რათა გაძლიერდეთ და დაიჯეროთ თქვენი შესაძლებლობების.
კირჩხიბი ♋︎
ტრანსფორმაციის დღეა, ამიტომ, თუ ცვლილებები გინდოდათ, ახლა საუკეთესო დროა. გამოდით კომფორტის ზონიდან და გადადგით ისეთი ნაბიჯები, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ.
ლომი ♌︎
საინტერესო დღე გელოდებათ. სიჩქარე აუცილებელი არ არის. ასევე, დღეს არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
ქალწული ♍︎
ზედმეტი გადაღლა და ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე არ არის რეკომენდებული. კარგი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევთ საკუთარ ჯანმრთელობას და ზრუნვას დაუთმობთ საკუთარ თავს.
სასწორი ♎︎
ნაყოფიერი დღეა. ბევრ ადამიანთან მოგიწევთ კომუნიკაცია, შესაძლოა, იყოს სიახლეები. უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ.
მორიელი ♏︎
ეს დღე მოგცემთ საშუალებას ფინანსური საკითხები მარტივად მოაგვაროთ. უმჯობესია, თავი შეიკავოთ სხვა მხრივ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.“
მშვილდოსანი ♐︎
წარსულში დაწყებულ საქმეებზე გადადგით თამამი ნაბიჯები და დაიწყეთ მოქმედება. ახალი გადაწყვეტილებების მიღებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ.
თხის რქა ♑︎
მნიშვნელოვანი დღე გელოდებათ. არსებობს იმის ალბათობა, რომ ადამიანებთან შეიცვალოთ ურთიერთობა და წარმოდგენა.
მერწყული ♒︎
საინტერესო დღეა. კარგი იქნება, თუ იმუშავებთ კოლექტიურად და ეცდებით ბევრ ადამიანთან კომუნიკაციას.
თევზები ♓︎
ეს დღე თქვენთვის განსხვავებული იქნება. თითქოს სხვა ადამიანებს თქვენთან მიმართებაში გარკვეული მოლოდინები აქვთ, რომლებიც უნდა გაამართლოთ. მაგრამ გახსოვდეთ: ჯერ ორიენტირდით საკუთარ თავზე, დაიკმაყოფილეთ თქვენი სურვილები და მერე იზრუნეთ სხვაზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით