Digest Logo

მოხდება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? როდის იქნება სამყაროს აღსასრული? - ნიუტონის, ვანგას და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები

1648453154
ვანგა

მსოფლიოს ისტორიაში მრავალი ასტროლოგი მოღვაწეობდა და ამ სამყაროს განვითარების მხოლოდ მისეული პროგნოზებიც გააჩნდათ.

ბულგარელი ვანგას ნაშრომები ამ საკითხთან დაკავშირებით მეტად საინტერესოა.

თავის დროზე, ერთ-ერთი პირველი ვინც სამყაროს დასასრული იწინასწარმეტყველა, ცნობილი მეცნიერი, ფიზიკისა და ასტრონომიის მამა ისააკ ნიუტონი გახლდათ.

ამ უკანასკნელმა შორეულ 1704 წელს ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც დედამიწის დაღუპვა 2060 წლისათვის იწინასწარმეტყველა. ნიუტონმა, რომელმაც აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ კაცობრიობა კარლოს დიდის მიერ, 800 წელს შექმნილი იმპერიის შემდეგ კიდევ 1260 წელი იარსებებდა.

ისააკ ნიუტონს კოლეგათა შორის სერიოზული ადამიანის სახელი გააჩნია და ალალ-ბედზე ასეთ დასკვნას ნამდვილად ვერ გააკეთებდა.  კაცობრიობას, მის მიერ განვლილმა ისტორიამ ჭკუა ვერ ასწავლა და მას გეზი კვლავ განუწყვეტელი ომებისა და პლანეტის ეკოლოგიის განადგურებისაკენ აქვს აღებული. ეს კი თავის მძიმე შედეგს ადრე თუ გვიან გამოიღებს და მართლაც რომ კინოფილმ “2012”-ში ასახული მწარე რეალობის მომსწრენიც გავხდებით.

ახლა კი კვლავ ვანგას დავუბრუნდეთ. ეს უკანასკნელი თავის პროფესიაში ნიუტონზე უფრო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა და თანამედროვე მსოფლიოს მმართველებიც მის რჩევებს ხშირად ითვალისწინებდნენ. ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, თავის დროზე მას ქართველებიც, ექსპრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მწერალი ნოდარ დუმბაძეც სტუმრობდნენ.

საქართველოს მომავალზე რა უთხრა მათ ბულგარელმა ეს ალბათ მხოლოდ ვიწრო წრეებისათვის არის ცნობილი. თუმცა ჭორები მაინც გავრცელდა და ამ სლავმა ქალბატონმა თურმე ჩვენი ქვეყნის მომავალი ცოტა არ იყოს მუქი ტონებით დახატა. საერთოდ ასტროლოგების ნაკლებად მჯერა და მიმაჩნია, რომ ბედი შენს ხელშია და როგორი გზითაც საკუთარ ცხოვრებას წაიყვან, ბედისწერა ისეთივე მომავალს მოგიმზადებთ. რაც შეეხება უკვე ხშირად ნახსენებ ვანგას, მის მიმართ გარკვეული პატივისცემაც გამაჩნია, რადგან თავის დროზე ყოფილი სსრკ-ისა და იუგოსლავიის დაშლის თარიღები მეტ ნაკლები სიზუსტით იწინასწარმეტყველა.

არ ვიცი რაზეა დაფუძნებული უსინათლო მოხუცის პროგნოზები, მაგრამ ალბათ უმჯობესი იქნება თუ შემოგთავაზებთ უახლოესი ათი წლის მანძილზე მოსალოდნელი მოვლენების ვანგასეულ გზას. დავიწყოთ მიმდინარე წლიდან.

2015 წელი – ევროპის კონტინენტზე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რადიაქტიური ნალექის ჭარბი დაგროვების გამო დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში სრულიად განადგურდება ფლორა და ფაუნა. ამ კატაკლიზმების შემდეგ მუსულმანური სამყარო ქიმიურ ომს დაიწყებს ცოცხლად გადარჩენილი ევროპული კონტინენტის მცხოვრებლების წინააღმდეგ.

2016 წელი – ევროპა სრულიად დაცარიელებული და დაუსახლებელია.

2018 წელი – მსოფლიოს ახალი წამყვანი სახელმწიფო ევლინება და ამ მისიას ჩინეთი შეასრულებს.

2023 წელი – დედამიწის ორბიტა მცირედით შეიცვლება.

2025 წელი – ევროპა კვლავინდებურად მცირედ დასახლებულია.

როგორც ხედავთ, საკმაოდ პესიმისტური მომავალი გველის და ყოველივე ამან ჩვენს თავებზე უნდა გადაიაროს.

„ყოვლისმცოდნე“ ვანგა ამაზე არ გაჩერდა და კაცობრიობის განვითარების მთელი მონახაზიც შემოგვთავაზა. თუ კინოფილმი „2012“ დედამიწის დაღუპვას 2012 წელს ქადაგებს, ხოლო ნიუტონი ამ თარიღად 2060 წელს ასახელებს, ბულგარელი არსებობისათვის ცოტა მეტ ხანს გვაძლევს და კაცობრიობის განადგურებას 5079 წლისათვის ვარაუდობს. ახლა კი ჩვენი სამყაროს არსებობის უკანასკნელი პერიოდი მიმოვიხილოთ.

4599 წელი –ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს უკვდავების წამალი იპოვეს.

4674 წელი – ცივილიზაციის განვითარებამ თავის აპოგეას მიაღწია. სხვადასხვა პლანეტებზე მცხოვრები ადამიანების საერთო რაოდენობამ 340 მილიარდი შეადგინა.

5076 წელი – ნაპოვნი იქნა გალაქტიკის საზღვარი. მეცნიერები ბჭობენ, თუ რა არის ამ კარიბჭის მიღმა.

5078 წელი – მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ადამიანებმა დატოვონ გალაქტიკის საზღვრები.

5079 წელი – სამყაროს აღსასრული.

მესამე მსოფლიო ომი თავის წინამორბედებზე გაცილებით სასტიკი იქნება და ცოცხლები თუ გადავრჩით, მართლაც რომ გაუბედურებულ დედამიწაზე მოგვიწევს ცხოვრება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

🔵 „შე­ხე­დე, მსოფ­ლიო!!!! ეს არის ვიდეო, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს... “ - რა კადრებს აქვეყნებს უკრაინის პირველი ლედი

🔵„დღეს მქონდა კამათი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სწორი, თუ ზედმეტია, ყველას რომ გვიდევს უკრაინის დროშები“ - ნუკი კოშკელიშვილი

წყარო: exclusivetv.ge