Digest Logo

მომსახურების სააგენტო: დიდთოვლობის გამო, გამოცდები შეფერხებით ტარდება

1740129157
პრავის გამოცდა

დიდთოვლობის გამო, ამ ეტაპზე მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

„ოზურგეთსა და ბათუმში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპები დროებით შეჩერებულია.

თელავში A1, A2 ქვეკატეგორიის შიდა პრაქტიკული გამოცდა (მოედანი), ასევე, C კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი დროებით შეჩერებულია.

ახალქალაქში, კანდიდატები 14:00 საათიდან შეძლებენ პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლას.

გაცნობებთ, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.

გაითვალისწინეთ, რომ დიდთოვლობის გამო, შესაძლოა, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც საგამოცდო პროცესი შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 1272“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცარი ბიჭი ხარ, ნამდვილი ნიჭის ზეიმი“ - როლანდ ოქროპირიძის და ზურა მანჯავიძის შესანიშნავი შესრულება „ვინა სთქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია“

🎥 „შეიძლება გაიცნოთ, ადამიანი, ვისთანაც რომანტიკულად გააგრძელებთ ცხოვრებას“ - 22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕-18 გრადუსი - სინოპტიკოსები 21 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ