ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტო სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს:
„19 ნოემბრის შუადღიდან 20 ნოემბრის შუაღამემდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.
ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ცვლილებები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 2027 წელს? - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი