Digest Logo

მოსალოდნელია ქარბუქი, ნისლი, ძლიერი ქარი - ამინდი უარესდება

1767098220
ამინდი თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან  ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.

შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამოიყენე ეს ენერგია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად“ - 30 დეკემბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

რა ფასის გადახდა მოგიწევთ სურვილების ასასრულებლად და ღირს თუ არა მის სანაცვლოდ საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების დათმობა

„კრედიტით ნაყიდი გოჭის სხეული მთლიანად დავაგდოთ სუფრაზე, აუცილებელია შევიძინოთ არაადეკვატურ ფასად ინდაური“ - რას წერს ლევან შელეგია