გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართულ „ტრადიციებზე“ წერს:
„აბა, წავიდა საახალწლო პაექრობა:
ვის უფრო გადატენილი სუფრა და გადაქანცული ქალი ჰყავს ოჯახში.
აუცილებლად შევიძინოთ გროტესკულად არაადეკვატურ ფასად ინდაური, გოჭი, ფარშევანგი... სამაგიეროდ შემდეგ მაისამდე ვიყოთ პურზე და წყალზე.
კრედიტით ნაყიდი გოჭის სხეული მთლიანად დავაგდოთ სუფრაზე, რომ ერთმნიშვნელოვნად გამოჩნდეს ჩვენი სანუკვარი სტატუსი - შეძლებული ოჯახი!
ღაჟღაჟა ბოლოკი მკვდარი ცხოველის პირში კი ბოლო იოტ ესთეტიკას შემატებს ამ კაფკაესკურ ღონისძიებას.
გულის წასვლამდე ვიაროთ საყიდლებზე, რომ სახლში კილოობით ნიგოზი მივიტანოთ შვილის ერთი წლის განათლების ხარჯების ფასად.
მერე ჰიპერ-ნიგვზემიური შოკით იანვრის შუამდე სასწრაფოს ბრიგადები ვარბენიოთ ბნელ სადარბაზოებში და მადლობა ჩაბეტონებული გოზინაყით გამოვხატოთ... თუ ავაძრეთ საგვარეულო სერვისის თეფშს.
ყოველივე ეს გავაფორმოთ ომის და სროლის საუნდტრეკით - ასაფეთქებლების ხმაური, სუნი და ცეცხლი არ მოვაკლოთ ქუჩებს, ეზოებს, ერთმანეთს.
მერე დამწვარი კიდურებით, დასახიჩრებული სახეებით გავავსოთ დამწვრობის ცენტრები და თვეობით ვუმკურნალოთ პიროტექნიკის მსხვერპლებს მისტიკური მალამოებით და ზეთებით.
გულები დავუხეთქოთ საწყალ ცხოველებს, ფრინველებს და 31 იანვარი მათი ცხოვრების ყველაზე ტრავმულ ან საერთოდ ბოლო დღედ ვაქციოთ.
მაგრამ, არ დაიდარდო!
კარგი რეპუტაციის და სტატისტიკის მქონე მეკვლე მოგვიგვარებს წინასწარ ახალი, აწ უკვე დამდგარი წლის საქმეებს.
და თუ რამე ცუდი მოხდება, ესე იგი მეკვლეს ფეხი არ ჰქონია კარგი.
გაუმარ-ჯოსს“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕იანვრის უკურსო მთვარის ცხრილი ხათუნა ნოელისგან
⭕რა არის სასარგებლო გააკეთოთ და რისი გაკეთება არ ღირს? თაკო მელიქიშვილი 30 დეკემბრის ენერგიებზე
⭕„ილა გოგო 4 ❤️🎉“ - დათო ხუჯაძე შვილს დაბადების დღეს ულოცავს