Digest Logo

„მოსკოვში მეგობრის დაბადების დღის გამო ჩასვლა ისეთივე სირ*ბაა, როგორც პირდაპირ კრემლში სიმღერა“ - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი

1687694025
ნუცა ბუზალაძენუცა ბუზალაძე

ქართველმა ცნობილმა სახეებმა მოსკოვში კონცერტი გამართეს. ესენი არიან: ნუცა ბუზალაძე, მეგი გოგიტიძე, დათო ხუჯაძე, მიშო სულუხია, ხვიჩა მაღლაკელიძე... სოციალურ ქსელში ნუცა ძალიან ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა და გულის წყვეტა გამოთქვეს მის ასეთ ქმედებაზე. ნუცამ კი საპასუხოდ ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხსნის თუ რატომ იმყოფებოდა რუსეთში.  ფაქტს უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორისაა სამოქალაქო აქტივისტი, შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტი 21 წლის იაკობ ჯანგავაძე, რომელმაც „ფეისბუკზე“ დაწერა:

„ნუცა ბუზალაძის „ბოდიშს“ ვინც ალაიქებთ, ჩავთვლი რომ გულუბრყვილოები ხართ, თორემ მოსკოვში მეგობრის დაბადების დღის გამო ჩასვლა ისეთივე სირობაა, როგორც პირდაპირ კრემლში სიმღერა.

ხოლო, საკმარისი მაგალითი თუ არ გაქვთ ამისთვის, გიული ჩოხელს დავიხმარ :

„მოსკოვში, სადაც ჩემი შვილია დაკრძალული, არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ჩავალ, იმიტომ რომ ჩემთვის რუსი აღარ არსებობს.

მას შემდეგ, რაც ქართველები თვითმფრინავში ჩატენეს, სადაც ძროხებს ტენიდნენ და გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც სოხუმიდან მკვდარი შვილებით ხელში დედები მოდიოდნენ…

ამას ვერ ვაპატიებ რუსებს, მე მთიული ქალი ვარ, ამიტომ ეს დამთავრდა.

ვერ ჩავედი ჩემი შვილის საფლავზე და ვერც ჩავალ“.

ჩასვლის ამაზე დიდი მიზეზი ვერავის გექნებათ, ამიტომ, ვერაფრით გაიმართლებთ თავს“,- წერს იგი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „კარგი გაკვეთილია მისთვის“ - ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძეს მხარდაჭერას უცხადებს

🔵 „შენ კაცი რანაირად მეგონე ნეტა? ბებიაჩემისდროინდელი იუმორით და სუსის აგენტური დავალებების შესრულებით...“ - რატომ დაუპირისპირდა მაკა რაზმაძე იუმორისტ პაატა გულიაშვილს?

🔵 „ძალიან დაგწყვიტეთ გული... ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას“ - ნუცა ბუზალაძის პირველი კომენტარი

🔵 „იძულებითი იყო ბოდიში? - ცხადია. მიიღეთ ჩემი აუცილებელი საყვედური და ამავდროულად გამოწვდილი ხელიც“ - რას წერს გიორგი კეკელიძე