Digest Logo

„მოსკოვში რომ მიდიოდა უთხრა...“ - რა უწინასწარმეტყველა პატრიარქმა ლევან კბილაშვილს

1783528401
ლევან კბილაშვილის

სალომე კბილაშვილი ყველასთვის განსაკუთრებით საყვარელი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დაა. ლევანის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ლევანისადმი ქართველი მსმენელის გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა, ალბათ, ყოველთვის უცვლელი დარჩება.

ამჯერად სალომე ჟურნალ „თბილისელებთან“ ილია მეორისა და მისი ოჯახის განსაკუთრებულ ურთიერთობას იხსენებს:

„9 აპრილს, როდესაც პატრიარქი რუსთაველზე გამოვიდა და ხალხს დაშლისაკენ მოუწოდა, მამაც იქვე იყო, მაშინ პოლიციის უფროსი გახლდათ და პატრიარქის უკან იდგა. იმ მომენტში მასში ისეთი რამ დაინახა, რამაც მამაჩემში პატრიარქის მიმართ განსაკუთრებული სითბო და სიყვარული გააღვივა. განსაკუთრებული მოწიწება ჰქონდა. ერთხელ ლევანიკოსთან ერთად სოფელში ერთ სიმღერას ვმღეროდით და მამამ თქვა, ეს პატრიარქის საყვარელი სიმღერააო. ისე დაემთხვა, რომ მამაც და პატრიარქიც ერთ დღეს შეაერთეს აპარატზე და ერთ დღეს გარდაიცვალნენ.

ლევანიკოსაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან, ხშირად სტუმრობდა ხოლმე საპატრიარქოში. პატრიარქს ძალიან უყვარდა ლევანიკოს „დაიგვიანეს“ და ლევანიც ხშირად ასრულებდა მასთან. მოსკოვში რომ მიდიოდა ლევანს უთხრა, შენ ამ კონკურსში გაიმარჯვებო და ჯვარი უჩუქებია, რომელიც ჩემს ძმას აღარასოდეს მოუხსნია“, - ჰყვება სალომე კბილაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ

⭕ „ულამაზესი და დახვეწილი“ - რა კადრებს გვიზიარებს ანი ჯავახი

⭕ „ყოველი ქვა წარსულის ისტორიას ინახავს“ - გიორგი ნიკოლავას ფოტოები მუცოს ხეობიდან

⭕ საბრძოლო სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები უკვე საქართველოში არიან - თბილისი RAF Georgia-ს მასპინძლობისთვის ემზადება