„ტიკტოკერი“ ტატა ჟორჟოლიანი, რომელიც საზოგადოებამ განსხვავებული სტილით გაიცნო, სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ქალისა და კაცის ურთიერთობაზე ისაუბრა:
„თავიდანვე, პირველივე წუთიდან იგრძნობა, მოწერაზე შეხვედრაზე კაცი რამდენად სერიოზულად გიყურებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა კაცი არასერიოზულად გიყურებს, საერთოდ სხვა ფიქრები აქვს გონებაში შენ მიმართ, მაგრამ შემდეგ ისე ვითარდება ყველაფერი, რომ საქმე სერიოზული ხდება.
გავიხედავ ექვს თვეში ქორწილში ვარ დაპატიჟებული.
კაცს გრძელვადიან ურთიერთობაში უკვე ეტყობა, როცა შენთან გეგმები აქვს, სხვანაირად გელაპარაკება, სხვანაირი გეგმები აქვს. უფრო მეტ ყურადღებას გამოხატავს, მეტად იმეტებს თანხას და იხარჯება. როცა კაცი არის შეძლებული და აქვს ფული, ეს იმას ნიშნავს რომ ის არის ჭკვიანი და შეძლო ის, რომ ეს ფული მოიპოვა. ეგეთი მამაკაცი ყველანაირად გინდა, რომ გვერდით გყავდეს“, - აღნიშნა ტატა ჟორჟოლიანმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სახლიდან ჩემი პერსონალური ჭიქის გარეშე არ გამოვდივარ...“ - რა ვიდეოს ავრცელებს ნუცა ბუზალაძე
🎥 „ხორც-პროდუქტებისთვის არ გამოდგება ხის ჭურჭელი ან ხის დაფა“ - ექიმის რეკომენდაცია დიასახლისებს