Digest Logo

„მოწყობილობები დაამზადა თვითონ, მათში იყო პლასტმასის მილები, მარილი და სათამაშო მანქანის ციმციმები“ - გრიგოლ ნარსიას ადვოკატი

1663834299
ბანკზე თავდამსხმელი გრიგოლ ნარსიაა

ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის ადვოკატი აცხადებს, რომ ბომბები, რომლებიც ბრალდებულმა შენობის კარებზე მიამაგრა, ნამდვილი არ ყოფილა.

მისივე თქმით, გრიგოლ ნარსიამ მოწყობილობები თავად, კუსტარულად, დაამზადა.

„მოტივს რაც შეეხება, ამბობს, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც გულის მანკით არის დაავადებული და ვერ ახერხებდა მის მკურნალობას. როგორც თვითონ ამბობს მოწყობილობები დაამზადა თვითონ, მათში იყო პლასტმასის მილები, მარილი და სათამაშო მანქანის ციმციმები. ბომბები, რომლებიც კარებზე იყო მიმაგრებული, ნამდვილი არ ყოფილა“, - აცხადებს ნარსიას ადვოკატი.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს ქუთაისში საქართველოს ბანკში თავდამსხმელი შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, მას 12 ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა, თუმცა, მოგვიანებით მოთხოვნა მილიონ-ნახევარი დოლარით შეცვალა. ნიღბიან თავდამსხმელს სამხედრო ფორმა ეცვა და სხეულზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობები ჰქონდა დამაგრებული.

ბანკზე თავდამსხმელი მძევლების დახმარებით რეგულარულად რთავდა ფეისბუკ ლაივებს. ის ულტიმატუმებს უყენებდა პოლიციას და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო:

⭕ მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება

⭕ მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება

⭕ მუხლი 323 - ტერორისტული აქტი

⭕ მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დღეს საზღვრის ჩაკეტვა ნიშნავს აფხაზების და ოსების გენოციდს, რომლებსაც კატეგორიულად არ უნდათ შვილების ომში გაშვება“ - ლალი მოროშკინა

🎥 როგორ გრძნობს თავს თამო ვაშალომიძე ოპერაციის შემდეგ

🔵„ათასობით რუსი ცდილობს რუსეთის დატოვებას და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას“ - რა ხდება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე