რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ძალიან დიდი რიგებია და რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოდიან.
საქართველოს მოქალაქეები სოციალურ ქსელში საზღვრის ჩაკეტვას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას ჟურნალისტი ლალი მოროშკინა აკეთებს და ფიქრობს, რომ ახლა ჩაკეტვა აფხაზებისა და ოსების გენოციდს ნიშნავს.
„გამკაცრება? კი ბატონო! დღეს საზღვრის ჩაკეტვა ნიშნავს:
1.მილიონზე მეტი ქართველის გაწირვას, რომლებიც წლებია კვებავენ ათასობით ოჯახს და საქ.ეკონომიკას
2. აფხაზების და ოსების გენოციდს,რომლებსაც კატეგორიულად არ უნდათ შვილების ომში გაშვება.
საოცარი ისტორიული შანსია პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან..“, - წერს ლალი მოროშკინა.
ასევე დაგაინტერესებთ👇