Digest Logo

„მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება გამარჯვების და შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი“ - ლაშა დვალი

1718773356
ლაშა დვალი

„მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება გამარჯვების და შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლაშა დვალმა განაცხადა. ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სადებიუტო შეხვედრაც შეაფასა.

„რთული თამაში იყო. პირველი 20 წუთი დავიწყეთ რთულად, შემდეგ მოვახერხეთ მომენტების შექმნა, თუმცა რეალიზება არ გამოგვივიდა. ფეხბურთია, ხდება. მოწინააღმდეგემ მოახერხა, ულამაზესი გოლები გაიტანეს, სამწუხაროდ“, - განაცხადა დვალმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ: 

⭕„ჩვენი სადებიუტო მატჩი უიღბლოდ დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი წინ არის - „სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილი!“ - ცნობილი ადამიანები ქართველ ფეხბურთელებს ამხნევებენ

⭕„გაიარ-გამოიარე იქნება დაბრმავდნენ თურქები...“ - ალექსანდრა პაიჭაძე საქართველო - თურქეთის მატჩს ესწრება

⭕„დათო ყიფიანის დაბადების დღეა... გამარჯვება დღეს ჩვენს ბიჭებს“ - რას წერს ზურა ხაჩიძე