
საქართველო - თურქეთის მატჩს, რომელიც მოწინააღმდეგის სასარგებლოდ 1:3 დასრულდა, სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან და ქართველ ფეხბურთელებს ამხნევებენ.
„კარგი მატჩი იყო ძალიან, ყოჩაღ ბიჭებო!!! ცოტა არ გაგვიმართლა, მაგრამ კიდევ კარგად გავაცნობთ თავს ევროპას. ყველაფერი მაგრად იქნება!!!“, - წერს რეპერი მასტერი.
„მე მიყვარს წაგებულისთვის მადლობის თქმა, როცა ის ღირსეულია.
მადლობა“, - წერს მწერალი გიორგი კეკელიძე.
„1. ქართველებმა იბრძოლეს გონიერი ღირსებით;
2. ვიღაც ძალიან გავლენიანმა დაგვწყევლა - ორი უბრწყინვალესი - პირდაპირ საარაკო - დაგვირტყეს და ჩვენი საგოლე ეპიზოდებისას თურქების კარს ჯადო წაეცხო;
3. მესამე ბურთი ვაჩუქეთ - არ იყო საჭირო მეკარის წინ წასვლა;
4. თურქეთმა თამაშის ხარისხით ვერ გვაჯობა;
5. ჩვენს ბიჭებს მადლობა ეკუთვნით თავდადებისა და პასუხისმგებლობისთვის საქართველოს წინაშე;
6. კვარაცხელიასგან მეტს ველოდით, მაგრამ ის კიდევ იტყვის თავის სათქმელს;
7. სანიოლს, ჩემი აზრით, ჩაკვეტაძე არაფრით არ უნდა გაეყვანა - ის ჩვენი ნაკრებისთვის საკვანძო მოთამაშეა;
8. დაცვას მეტი მოეთხოვება;
9. ჩვენი შეტევა ნებისმიერი გუნდისთვის სახიფათოა.
და ბოლოს:
საქართველო არ შერცხვენილა - თურქებს სულ ბოლო წუთამდე დიდი პრობლემები შეექმნათ.
ჩვენი სადებიუტო მატჩი უიღბლოდ დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი წინ არის - „სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილი!“
წინ, ბიჭებო!
თავაწეულებმა იარეთ.
საქართველო თქვენ გვერდით არის“, - წერს ფილოლოგი გია მურღულია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: