მამა პეტრე კვარაცხელია გადაცემა „პირველი ხაზი“ სტუმარი იყო, სადაც მან არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის დიდ ოჯახზე, მშობლებზე, სასულიერო ცხოვრებასა თუ ადამიანურ ცდუნებებზე.
როგორც მან განაცხადა, მასაც აქვს ადამიანური ცდუნება და ეს არის - შოპინგი, იგივე საყიდლები.
„ჩემი ადამიანური ცდუნება არის შოპინგი - ეგეც ხომ ვნებაა. დაცლილი ვარ სხვა კუთხით. რა მნიშვნელობა აქვს, რა ვნება გაწუხებს, ვაღიარებ ამას და შეიძლება ამის გამო, ვიღაცამ გამაქილიკოს, გამკიცხოს, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. მე გულწრფელი ვარ, მიყვარს ძალიან ყიდვა. შეიძლება ორი კაპიკი მქონდეს ჯიბეში, მაგრამ ისიც უნდა დავხარჯო და შეიძლება არც ჩავიცვა. ამით, აი იმ შიგნით სხვა მიმართულებით არ წავიდეს ფიქრები მაგას ვიკლავ“,- ამბობს სასულიერო პირი.
წამყვანის კითხვაზე, გაუშვია თუ არა მას მისი სამრევლოდან ადამიანი ასე პასუხობს:
„მრევლიდან გამიშვია გოგონა, რომლისთვის მე საცდური ვიყავი. ურთიერთობა იყო ყალბი, მოჩვენებითი. მეც რა უნდა მეთქვა?! გაწელვას აზრი არ ჰქონდა, ადამიანზე თამაში არ შეიძლება. იცით რა მომწონს? იგი ამას აღიარებდა, რომ მე შევუყვარდი. ზოგიერთი ამას არ აღიარებს და ვითომ აღსარებები აწუხებს... ამ დროს არის შიგნით ვულკანი, რომელიც აწუხებს“,- ამბობს სასულიერო პირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დაიწყება ზოგადად ერთთვიანი დადებითი პერიოდი... შეუტიეთ!“ - რამაზ გიგაური 20 მარტის ბუნიობაზე
⭕„ჩემი სიყვარული“ - მარიტა როხვაძე საქმროსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს