Digest Logo

🎥 „მრცხვენია, რომ ცოცხალი ვარ...“ - ეკა კუპატაძის მძიმე აღსარება შვილის მკვლელობაზე „ნოესთან“

1789032914
ეკა კუპატაძეეკა კუპატაძე

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ნოესთან“ ახალ სეზონს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და რეზონანსული საქმის განხილვით ხსნის. გადაცემის პირველი სტუმარი მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე იქნება.

გადაცემის ანონსიდან ირკვევა, რომ ეკა კუპატაძე გადაცემაში კიდევ ერთხელ გაიხსენებს მომხდარ ტრაგედიას და საზოგადოებას იმ მძიმე დეტალებს გაუზიარებს, რომლებზეც აქამდე საჯაროდ არ უსაუბრია.

„მრცხვენია, რომ ცოცხალი ვარ... მიუხედავად იმისა, რომ მე გიგასთვის ცოცხალი ვარ. არ მესიზმრება, მელანდება. მე გიგას მის საფლავზე როცა ვწევარ, ვგრძნობ... ჩარჩენილი ვარ 26 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ღამის ეტაპზე. ისეთ რამეებს ვიტყვი, რაც აქამდე არსად არ მითქვამს, თუ რატომ დავშორდით“, - ამბობს ეკა კუპატაძე გამოქვეყნებულ ანონსში.

გადაცემა „ნოესთან“ „იმედის“ ეთერში კვირას, 13 სექტემბერს, 22:30 საათზე გავა.