69 წლის ასაკში, საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობი დონარა გვრიტიშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ და მსახიობს ემშვიდობებიან:
„Khatia ღმერთმა გაანათლოს შენი დედიკოს სული
პანაშვიდები 24 და 25 ოქტომბეტს , უნივერსიტეტის N6 , საბურთალოს სასაფლაოსთან.
გამოსვენება, ქაშუეთის ეკლესიიდან 26 ოქტომბერს“, - წერს თამუნა მუსერიძე.
„როგორ არ მინდა ამის დაწერა მაგრამ ...... ვიზიარებ თქვენს დიდ მწუხარებას.
ძნელია ამ ტკივილის გაძლება და გადატანა, უფალს ვთხოვ გაგაძლიეროთ და გადაგატანინოთ ეს მძიმე დღეები.
დონარა გვრიტიშვილი, ჩემო ძვირფასო მონატრებულო და დიდო ტკივილო მუდამ მემახსოვრები ისეთი როგორიც იყავი. შენც გაგვიფრინდი იმედია მალე შეხვდები დედაჩემს და ჩაეხუტე მაგრად მიყვარხართ.
შეხვედრამდე ჩემო ტკივილო მარადიული ხსოვნა თქვენს სულებს “, - წერს თამუნა ორბელიანი.
ცნობილია, რომ გვრიტიშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ოქროს ქვიშა, ველური სანახაობა და დოჰას მაგია“ - მანიკა ასათიანის ეგზოტიკური ვოიაჟი დოჰაში
⭕„ჩვენ ისევ გავიმარჯვეთ!!“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინი ქარსელაძე