Digest Logo

🎥 რა გახდა განათლების რეფორმის შემოღების მიზეზი და როგორ განხორციელდება ეს ცვლილება? - განათლების მინისტრის მოადგილის განმარტება

1761227396
 ზვიად გაბისონია საუბრობს.

📚🎓⭕️ საქართველო განათლების რეფორმას იწყებს | რა გახდა რეფორმის შემოღების მიზეზი და როგორ განხორციელდება ეს ცვლილება? - ამის შესახებ „შუა დღის“ ეთერში განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია საუბრობს.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო ამზადებს ფუნდამენტურ რეფორმის პრეზენტაციას, რომელშიც იქნება 11 კლასთან დაკავშირებით გაწერილი საკითხები და ასევე მე-12 კლასის სავარაუდო დამატებასთან დაკავშირებით. 

„გამოწვევები ბევრია, მათ შორის არის ინფრასტრუქტურული საკითხები, ასევე დეცენტრალიზაციის საკითხები, გვინდა რომ თბილისიდან მოხდეს განტვირთვა, მათ შორის გამოყოფილი იქნება თბილისი და რუსთავის რეგიონი. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ თბილისში სტუდენტების 85% მოდის, პრობლემაა ასევე საცხოვრებელი ფართი და ასევე გვსურს, თბილისთან ახლოს იყოს ე.წ. განათლების ქალაქი, სადაც შევძლებთ უნივერსიტეტის ახალ კამუსებთან ერთად საცხოვრებლის გადატანას.

11 კლასსაც სწავლობდნენ საქართველოში და არ მგონია, რომ ჩვენი განათლების მოდელი ცუდი ყოფილიყო“, - ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაკალავრიატის პროგრამაზე ჩვენი შვილები საქართველოს ტერიტორიაზე სწავლობდნენ“, - დასძენს ზვიად გაბისონია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხელს უწყობს გონების გამჭრიახობასა და კონცენტრაციას...“ - მამუკა რაშოიანი როზმარინის ჩაის სარგებელზე

⭕ თელავში სოკოთი მოწამვლის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა

⭕ „მოერიდე შურისძიებას, კამათისა და ემოციური აფეთქებების ენერგიას...“ - რეკომენდაციები 23 ოქტომბრისთვის თაკო მელიქიშვილისგან