Digest Logo

მსახიობი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს

1675849181
ქაროსანიძე რეზი

მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს.  ამ დროისათვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

„მომხდარის გამო 9 და 10 თებერვალს მესხიშვილის თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები მოიხსნა“, - დაწერა მესხიშვილის თეატრმა ოფიციალურ გვერდზე.

ხელოვანს ფეისბუკზე მისი უახლოესი ადამიანებიც ემშვიდობებიან:

„ჩემთვის ისევ ცოცხალი ხარ და არ მინდა ამ უბედურების დაჯერება. ასე შორიდან რატომ დამემშვიდობე?  
იმიერში შეხვედრამდე ჩემო ძმაკაცო“, - წერს გიორგი ლელაძე.

ცნობისთვის, 2017 წელს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი რეზი ქაროსანიძე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცად  დასახელდა.

გასული წლის 26 ნოემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორის რეზი ქაროსანიძის სადიპლომო სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 კოსტა სანიკიძე გიორგი კეკელიძესთან საქმის გასარჩევად მივიდა

🔵„დღეს მოიმატებს სექსუალური ენერგია“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„მე ვარ საქართველოში ყოფილების თემის წარმომადგენელი“ - სალომე კაპანაძე