Digest Logo

„მშობიარობის მერე ინსულინი მაქვს მომატებული, პრეპარატი, რომელიც მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, ჩემმა ორგანიზმმა ვერ მიიღო“ - რას ჰყვება ნინო მუმლაძე

1757683915
ნინო მუმლაძე

მსახიობი ნინო მუმლაძე ცოტა ხნის წინ დედა გახდა. მართალია, პროფესიის გამო შვილთან განშორებები უწევს, თუმცა, დანარჩენი დროის 100%  თავის პატარას უთმობს. ამ ზაფხულის ცხელი დღეები დედა-შვილმა ერთად გაატარა და სწორედ მაშინ აღმოაჩინა შვილში ის თვისებები, რომელზედაც ნინო დღემდე სიცილით ჰყვება. 

ნინო მუმლაძე: ახლა, როცა შვილი მყავს, რა თქმა უნდა, რაღაცები გადავაფასე და ამ სამყაროს სხვა პასუხისმგებლობებით ვუყურებ. არ ვიცი, მისი თვალით დანახული სამყარო როგორია, მაგრამ გეტყვით, ჩემს განცდას: მინდა, იყოს მრავალფეროვანი. როგორც კი დეკრეტულიდან გამოვედი, ძალიან აქტიური სამუშაო სეზონი გამომივიდა და განვიცდიდი, რომ ბავშვს დიდ დროს ვერ ვუთმობდი. იშვიათად მიხერხდებოდა მისი განსაკუთრებულად სხვაგან გაყვანაც. შესაბამისად, სახლის ეზოში თუ ვახერხებდი, გამესეირნებინა. სახლი, ეზო, ოჯახის წევრები – ეს იყო ის გარემო, რაშიც ის ყოველდღიურად იმყოფებოდა. ამის გამო სულ განვიცდიდი, მისი სამყარო შეზღუდული ხომ არ არის-მეთქი. ჯერ პატარაა – წლისა და ორი თვის, მაგრამ ძალიან ინტერესიანი ბავშვია, კონტაქტური, ყველაფერს აღიქვამს, ყველაფერზე თავისი ემოციები აქვს და მე ვხვდებოდი, რომ შეზღუდულ სამყაროში მყავდა და განვიცდიდი. ვფიქრობდი, როგორ გამემრავალფეროვნებინა ეს სამყარო მისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ზაფხულს მოვახერხე და წავიყვანე ჯერ სურამში და შემდეგ შეკვეთილში და ის ახალი ემოციები, რაც მას აკლდა, სანამ მე სამსახურში დავდიოდი, შეივსო. სურამში ბევრი ბავშვი იყო, მართალია, მასზე დიდები, მაგრამ კარგად ამყარებდა კომუნიკაციას და უცებ ისწავლა ერთი სივრცის გაყოფა სხვა ბავშვებთან. ისწავლა, რომ სათამაშო შეიძლება, გათხოვონ და ხანდახან შენ უნდა ათხოვო (იცინის). შემდეგ, იქიდან წავედით შეკვეთილში. სხვათა შორის, მეშინოდა, ზღვას რომ დაინახავს, არ შეეშინდეს-მეთქი, მაგრამ შეეშინდეს კი არა, რაც უფრო დიდი ტალღა მოდიოდა და ურტყამდა ნაპირს, მით მეტად ბედნიერი იყო.

– რადგან წონას შეეხე, გკითხავ – ადრე სულ განიცდიდი შენს მომატებულ კილოგრამებს და ცდილობდი მის დაკლებას დიეტებით, ვარჯიშით და ასე შემდეგ. ახლა, როცა დედა გახდი, რამდენად არის წონის დაკლება კვლავ დღის წესრიგში?

– რა თქმა უნდა, წონის კლება არის ჩემს დღის წესრიგში, მაგრამ ორსულობის მერე ვერა და ვერ დავიკელი. სამწუხაროდ, მშობიარობის მერე ინსულინი მაქვს მომატებული და ძალიან რთულად ვიკლებ. მომატებული ინსულინის ფონზე, პრეპარატი, რომელიც მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, ჩემმა ორგანიზმმა ვერ მიიღო და ეს ამბავი ცოტა გართულდა. დედა კი ვარ, მაგრამ მსახიობი ვარ და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავუბრუნდე იმ ფორმას, მიახლოებით მაინც, როგორიც ორსულობამდე ვიყავი. იქამდე ბევრი კილოგრამია დასაკლები და დღის წესრიგში დგას კი არა, აუცილებელი საკითხია. კიდევ ვამბობ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროფესია მაქვს ისეთი, ელემენტარულად, იმ კოსტიუმებში უნდა ვეტეოდე, რომელი კოსტიუმებითაც სპექტაკლებს ვთამაშობდი (იცინის). რომ დავფეხმძიმდი, რამდენიმე კოსტიუმი გამიდიდეს და ორსულის ტანზე მომარგეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მე მინდა, დავუბრუნდე იმ ფორმას, რაც ადრე ვიყავი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამას ბავშვს ვერ უყიდი, ვერ ასწავლი, საუბარია პირველად ცეცხლზე, რომელიც ადამიანის სულში ინთება“ - გცალია თუ არა საკუთარი თავისთვის? ინტერვიუ ანდრო დგებუაძესთან

ბექა ხოფერია ახალ რჩეულთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - წყვილის რომანტიკული კადრები ვენეციიდან

ალექსანდრა პაიჭაძე ბარსელონაში მოგზაურობს - მოდელის ცეცხლოვანი ფოტოები

წყარო: tbiliselebi.ge