Digest Logo

„მშობიარობის შემდეგ ვერ დავიკელი...“ - ნინო მუმლაძე ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას იწყებს

1750415364
ნინო მუმლაძე

2024 წლის 28 მაისს მსახიობ ნინო მუმლაძის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა - ის ნანატრი შვილის, პატარა ბიჭის დედა გახდა. როგორც თავად ამბობდა, ამ ბედნიერებას ენით ვერ გადმოსცემს და ის განცდა, როცა მან პირველად დაინახა თავისი პატარა, მთელი ცხოვრება გაჰყვება.

პატარას სახელის შერჩევაზე ნინო და მისი მეუღლე მთელი ცხრა თვე ფიქრობდნენ და საბოლოო ჯამში, უცხო სახელი შეურჩიეს – რონი, რომელიც როგორც გაირკვა, საქართველოში არა, მაგრამ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია და ბევრს ჰქვია.

მისი ვაჟი, რონი ახლახან ერთი წლის გახდა.

ნინო მუმლაძე დედობის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება.

რას ატყობთ, როგორ შეიცვალეთ მას შემდეგ, რაც დედა ხართ?

„პირველ რიგში, სიგანეში შევიცვალე, მშობიარობის შემდეგ ვერა და ვერ დავიკელი. ახლა გადავწყვიტე, ისევ მივმართე ჩემს ენდოკრინოლოგს და დავიწყეთ წონასთან დაუნდობელი ბრძოლა. ორსულობის შემდეგ ქალები ან სუქდებიან, ან ხდებიან, მე კი ისეთი არ აღმოვჩნდი, რომ გავმხდარიყავი. პირიქით, მიხარია, ვჭამ, განვიცდი – ვჭამ, ამიტომაც არ მიკვირს, რომ დედობის პირველმა წელმა გამასუქა...“, - ამბობს ნინო მუმლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან ბედნიერი იყო, სიხარულისგან შოკში იყო! ძალიან გვინდოდა მეორე შვილი“ - რას ჰყვება დუდა სანაძის ცოლი მშობიარობის შემდეგ

ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც 2025 წლის ივლისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება

🎥 „ზღაპრული ზაფხული გელით, ზოგს კი ფინანსური კრიზისი უახლოვდება“ - ვინ დაკარგავს ფულს და ვინ გადარჩება? ასტროლოგის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს!

წყარო: fortuna.ge