საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს პროექტის, „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული დავით ლომიძე წარადგენს, სიმღერით Sun On the Rooftops (მზე სახურავებზე).
საქართველოს წარმომადგენელმა, დავით ლომიძემ საქართველოში ბოლო რეპეტიცია უკვე გაიარა და დღეს მალტაში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით წარდგება.
ნახეთ, როგორ ემზადება დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიისთვის და რა მოლოდინები აქვს კონკურსისგან:
„ძალიან მიხარია, რომ მალტაზე მივემგზავრები, ეს ჩემი პირველი ფრენაა, ბედნიერი ვარ, რომ დიდ სცენაზე უნდა დავდგე, წარვადგინო და ვასახელო საქართველო.
როგორც ყველას სჩვევია, მეც მინდა მოვიგო და მგონია, გავიმარჯვებ.
ასეთ დიდ სცენაზე არასდროს მიმღერია, დიდ გამოცდილებას მომცემს და მომავალშიც გამომადგება“, - ამბობს დავით ლომიძე.
ცნობისთვის, სიმღერის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტზე კი ირინა სანიკიძემ იმუშავა.
საკონკურსო სიმღერაზე მუსიკალური კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იმუშავა. მუსიკალურ რგოლში ქორეოგრაფია გიორგი ტორიაშვილს ეკუთვნის.
მუსიკალური კლიპის გადაღება აჭარაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 24 ოქტომბერს მალტაში გაიმართება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლავაშის შემადგენლობა და მითები - არის თუ არა ის ქარხნულ პურზე უფრო დიეტური?
⭕„გულში ჩადებული, ჩამარხული ემოციები ანგრევს ადამიანს და უფუჭებს ხასიათს“ - ლევან შელეგია
🎥 გაიცანით გიორგი ნონიაშვილი - ბიჭი, რომელმაც კინტაურის შესრულებით სოციალური ქსელი დაიპყრო