
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ის სრულადაა კონცენტრირებული იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.
„დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში.
ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.
ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემ გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 „დიდი ხანია ასე აღარ უხალისია“ - რა კადრებს აქვეყნებს დათის დედა
🎥 „ასე ვიჯდები უკანალით ყველაფერზე, რაც მომწონს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი