წარმოშობით ქართველი მსახიობი, ნანუკა სტამბოლიშვილი, რომელმაც თურქეთში ვარსკვლავური პოპულარობა მოიპოვა, გადაცემა „ნოესთან“ სტუმარი იყო. ნანუკა სტამბოლიშვილმა მის ერთ-ერთ როლზე ისაუბრა.
ასევე საზოგადოებას მოუყვა თავად ფილმზე, კოლეგებთან ურთიერთობაზე და თურქეთში ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
„ნიკს ბევრად დიდი გამოცდილება აქვს. მონაწილეობა აქვს მიღებული უფრო მასშტაბურ პროექტებში, ასევე გადაღებულია ისტორიულ ფილმებშიც. მთავარ როლს ვასრულებთ ორი უცხოელი და ეს თურქულ სერიალებში პირველი შემთხვევაა. ნიკი ძალიან კარგი პარტნიორია, კარგი მეგობრობა ჩამოყალიბდა ჩვენს შორის“, - ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „საუკეთესო გადაწყვეტილება იყო რაც კი მიმიღია...“ - ნიკ ჯელილაი
⭕„სისუფთავე, სხეულის გარდა, სულსაც სჭირდება...“ - რას წერს გია მურღულია