
ცნობილი ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელიც მისი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე მუდამ ინტერესის ობიექტია, პერიოდულად საზოგადოებას პირადი ცხოვრების და მოვლენების შესახებ სიახლეებს უზიარებს.
ამჯერად, იგი სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს, ერთ-ერთი კითხვა კი პირად ცხოვრებას უკავშირდება:
„ჩემს პირადზე იმდენი ვისაუბრე, ბევრი წლით გაჩუმება გადავწყვიტე... და ზოგადადაც, გირჩევდით პირადი იყოს პირადი. ორის ეკუთვნოდეს ორს.
ყველას არ უხარია თქვენი ბედნიერება...“, - წერს თათია შარანგია.
ასევე დაგაინტერესებთ: