
7 მარტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დათო კენჭიაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელიც მომღერალმა გარდაცვლილი დედის ხსოვნას მიუძღვნა.
კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. დათო კენჭიაშვილის მოსასმენად მაყურებელი სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდა.
საღამოს გამართულ კონცერტზე დათოს დაც მონაწილეობდა. და-ძმა გადაცემის „ჩვენი ოჯახი“ სტუმარი იყო, სადაც ბავშვობასა და ზემოთ აღნიშნულ კონცერტზე ისაუბრეს:
„სულ ვჩხუბობდით ბავშვობაში, ხელებით, ფეხებით. ალბათ სიყვარულს ვერ ვიყოფდით, თუმცა დიდი გვერდში დგომაც გვქონდა. იყო პერიოდი, როდესაც მხოლოდ მე, თათია, ბებო და პაპა ვცხოვრობდით და მაშინ აქტიურად ვეხმარებოდით ერთმანეთს, ასე გაგვქონდა თავი,
ჩვენს ოჯახში სიმღერა ყოველთვის იყო, ბებოს გარდა ყველა მღეროდა. პროფესიონალურ დონეზე, სცენაზე არავის უმღერია.
ახლახან გვქონდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტი, რაც დედას მივუძღვენით. სულ ვცდილობთ იყოს ლამაზი, ვიბრაციული საღამო, რადგან მოდიან დედები, იზიარებენ ჩვენს ამ მდგომარეობას და ვცდილობთ გავულამაზოთ ცხოვრება“, - ამბობს დათო კენჭიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: