
Georgian Brothers - ასე ჰქვია „იუთუბის“ არხს, სადაც ამერიკაში მცხოვრები ძმები, გიო და შაკო ხიზანიშვილები პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებენ.
ძმები ხიზანიშვილები მილიონერები არიან, მათ ძვირად ღირებული მანქანები აქვთ, მოგზაურობენ სხვადასხვა ადგილებში და ისვენებენ ფეშენებელურ სასტუმროებში.
ამჯერად ისინი მორიგ ვიდეოს აქვეყნებენ, სადაც თავიანთი ცხოვრების ერთ დატვირთულ დღეს გვიზიარებენ:
„თავდაპირველად ვიწყებთ სპორტდარბაზით. ძალიან დაკავებული დღე გველოდება წინ. გავდივართ 7 საათზე სახლიდან. როგორც წესი 6-ზე უკვე დარბაზში ვართ ხოლმე. შემდეგ მივდივართ ფოტოსესიაზე ჩვენი მანქანისთვის. ჩვენი მოტივი არ არის ნახეთ რა მაგრები ვართ და მოდით უყურეთ. პირიქით თუ იქნებით დისციპლინირებულები ყველაფერი გამოგივათ. სულ ვფიქრობდი, რომ წარმატებული ვიქნებოდი მაგრამ არ ვიცოდი რაში. მთავარია კარგად იცხოვრო და ადამიანებს ცუდად არ მოექცე. ადრე თუ გვიან ყველას კარმა უბრუნდება“, - ჰყვებიან ძმები ვიდეოში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: