
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ახლახან მორიგი საინტერესო პოსტი გაავრცელა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ნებისმიერი სახის შიში ქმნის ალტერნატიულ რეალობას, რომელშიც ადამიანი რაიმესადმი მიდრეკილი და დამოკიდებული ხდება.
შიშის ენერგია ესაა აცდენა ღვთიური საწყისისადმი. ალტერნატიული წესი შემოდის მაშინ, როცა მთავარი რელსიდან გადაუხვევ.
შიშის დროს ადამიანის ბიო ენერგოველი, რასაც ჩვენ ,,აურას” ვუწოდებთ, ფაქტობრივად, გახლეჩილია, რის გამოც, ინდივიდი რთულ ემოციურ მდგომარეობაში ვარდება და ეს ყველაზე მეტად უხილავ ეთერულ და ვიტალურ პარაზიტებს სიამოვნებთ.
ამ სამყაროში ადამიანების გარდა სხვა არსებებიც ბინადრობენ, ზუსტად მათი ჩასაფრებით ხდება ჯანსაღი ენერგიის დაკარგვა, გარშემო კი მეტი ნეგატივის გადმოფრქვევა.
ამ გრძნობის გაჩერება მხოლოდ ღმერთის ძიებით და პიროვნული ტრანსფორმაციით შეიძლება. მოძრაობა და გაცნობიერება, ავტომატურად, ღვთიური - სასიცოცხლო ენერგიის დაბრუნებაში ეხმარება ადამიანს.
შიშის ყველაზე მთავარი საწყისი წერტილია სტატიკურობა - ანუ სიკვდილი, ნებსმიერი შიში მანდედან მოდის. სტატიკა, არა მარტო ფიზიკური სიცოცხლის, არამედ, სხვა დანიშნულებისაც.
ეს ერთგვარ ბრძოლის ველს ჰგავს: „ვინც ცნობიერად იღებს რეალობას და სადაც საჭიროა იბრძვის მას არ ეკარება, ხოლო ვინც ჩერდება ზუსტად მასთან მიდის“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: