ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს სტატუსს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მას გამორჩეული იუმორის გრძნობითაც აფასებენ.
ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „ჩემი საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც ქუთაისზე და ამ ქალაქის ისტორიაზე ისაუბრა:
„მთელი სამეფო გვარის ძვალშესალაგია ბაგრატის ტაძარი. ქუთაისის შესახებ ფილმი, ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველად. პირველი ქართული ფილმიც ქუთაისში გავიდა და შეიძლება ითქვას, რომ აქ დაიწყო კინოინდუსტრია. ნებისმიერი ორი გვარი დაამშვენებდა მთელ მსოფლიოს, ჩვენ კი ასეთი ასეულობით გვარი გვაქვს.
თუ ვინმემ ყველაზე დიდ სიმაღლეზე აიყვანა ქართული კინო, მწერლობა და სპორტი, ეს ადამიანები მოდიან ქუთაისის პირველი გიმნაზიიდან. იმდენი კარგი ადამიანი მყავს იქ ნანახი, მეც ეგ სკოლა დავამთავრე. რაც კარგი გვარები მესმოდა ბავშვობაში, რომ სამყარო შექმნეს, შექსპირისა და გოეთეს გარდა ყველა მანდ სწავლობდა“, - ჰყვება დათო ლიკლიკაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მოქმედებს თითოეული ქვეყნის და ქალაქის ენერგია ჩვენზე? - რას წერს თაკო მელიქიშვილი
⭕„დღეს იგი თავს უფრო ახალგაზრდად გრძნობს, ვიდრე 25 წლის ასაკში...“ - რას წერს არუნ ხათრი მეუღლეზე