Digest Logo

🎥 „მთელი ცხოვრება ველოდებოდი კიბოს, ორივე მკერდი მოვიკვეთე, არაფერი დავიტოვე, არ მინდა მთელი ცხოვრება ჩავსვა ჩარჩოში“ - რას ჰყვება ნინო ხაჟომია

1753968957
 ნინო ხაჟომია

როცა დიაგნოზი კიბოა, ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად - მანამდე და შემდეგ. ბევრისთვის ეს სიტყვა სასოწარკვეთის დასაწყისია, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამ დიაგნოზს სიძლიერის წყაროდ აქცევენ.

ეს არის ისტორია ქალისა, რომელმაც გაბედა, იბრძოლა და დაამარცხა კიბო. ქალი, რომელმაც საკუთარი სხეული, გონება და სული სიცოცხლის სამსახურში დააყენა. მისი გზა სავსე იყო ტკივილით, შიშითა და რწმენის გამოცდებით, მაგრამ დღეს, ის არა მხოლოდ გადარჩენილია, არამედ სხვებისთვის შთაგონების წყაროა.

ეს ისტორია არ ეხება მხოლოდ კიბოს დამარცხებას - ეს არის სიყვარულზე, იმედზე და საკუთარ თავთან დაბრუნებაზე.

გაიცანით სულ სხვანაირი ნინო ხაჟომია,  ჟურნალისტი „კაცმანის სხვა პოდკასტის“ სტუმარი იყო: 

„სანამ მეტყოდნენ დიაგნოზს, ჩემს ტვინში უკვე ვიცოდი, რომ კიბო მქონდა. ხომ არის, რომ გვაქვს მთელი ცხოვრება რაღაც ფობია, მე მთელი ცხოვრება ველოდებოდი კიბოს. ვიცოდი, რომ კიბო უნდა მქონოდა. 

არ ვიცი საიდან მოდიოდა ეს ფიქრები, დეიდაჩემი ერთი ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა, მეორე რემისია აქვს უკვე 20 წლიანი.

მოწესრიგებულად ვაკეთებდი ყველაფერს, ვემოწმებოდი 6 თვეში ერთხელ. 100% ვიცი, რომ მე დავმართე ეს საკუთარ თავს. ახლა, ამ გადასახედიდან ჩემს ფიქრებს სხვანაირად წარვმართავდი, ყველა იქ მივდივართ, რისიც გვეშინია. 

ყოველთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იყო როგორი კომბინეზონი მეცვა, ვიდრე როგორ საჭმელს ვჭამდი. ახლა ყველაფერს „ჩათჯიბიტი“ ვეკითხები. მე ორივე მკერდი მოვიკვეთე, არაფერი არ დავიტოვე, იმიტომ რომ არ მინდა მთელი ცხოვრება ჩავსვა ჩარჩოში, რომ რეციდივის შიშში ვიცხოვრო, თუმცა ამის საჭიროება არ იყო“, - ამბობს ნინო ხაჟომია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 2 ქალი სახლში ამშობიარეს

⭕„2026 წელი მათთვის არა მხოლოდ კალენდარული თარიღია, არამედ „სხვა რეალობის კარი“ - თუ დაიბადეთ 1971-2003 წლის შუალედში, თაკო მელიქიშვილის პროგნოზი თქვენთვისაა!

🚨 ქვეითებზე კონტროლი იზრდება! – გაიგეთ, რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ იქ გადახვალთ, სადაც ზებრა გადასასვლელი არ არის