Digest Logo

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 2 ქალი სახლში ამშობიარეს

1753963492
თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 2 ქალი სახლში ამშობიარეს.

თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 2 ქალი სახლში ამშობიარეს. გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის მე-8 და მე-10 ფილიალის სამედიცინო ბრიგადებს ორი მშობიარობის მიღება კლინიკაში მისვლამდე თავად მოუწიათ.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.

„თბილისის სასწრაფო დახმარების მე-8 და მე-10 ფილიალის ბრიგადებმა გამოძახება ლოზუნგით - მშობიარობა მიიღეს. ორივე შემთხვევაში ახალგაზრდა ქალბატონებისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო.

სამშობიარო მოქმედებები მოულოდნელად განვითარდა და ჰოსპიტალიზაციის დრო არ რჩებოდა.

პირველ შემთხვევაში დაიბადა ჯანმრთელი ბიჭი, რომელმაც მაშინვე წამოიტირა. მეორე შემთხვევაში კი ჯანმრთელი გოგონა.

ექიმების მიერ მოხდა პარამეტრების შეფასება, პაციენტები აყვანილ იქნენ მონიტორზე, ჩატარდა ჭიპლარის დამუშავება და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა, რის შემდეგაც თბილისის სხვადასხვა კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დაუვიწყარი გამოსვლები აჩუქე „ვინ ვინ არის“ მეოთხე სეზონს“ - მაკა ზამბახიძე თიკა ჯამბურიას მიმართავს

⭕„ათასობით ადამიანი C ჰეპატიტის დიაგნოზით ცხოვრობს და ამის შესახებ არც კი იცის“ - მაია ბუწაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

⭕„2026 წელი მათთვის არა მხოლოდ კალენდარული თარიღია, არამედ „სხვა რეალობის კარი“ - თუ დაიბადეთ 1971-2003 წლის შუალედში, თაკო მელიქიშვილის პროგნოზი თქვენთვისაა!