ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, ილია მეორის მიმართ:
„მისი დიდი მადლის წყალობით ბევრ ოჯახს ჰყავს ნანატრი შვილი. თითოეული ჩვენგანის ცოდვამ გაიარა მის სულიერებაზე და არამარტო.
ჩემთვის არის და ყოველთვის იქნება უწმინდესი და უნეტარესი, ის მუდამ იქნება ჩვენი სულიერების საყრდენი. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ახლოს გამეცნო უწმინდესი და უნეტარესი და იმედია, ასეც იქნება. ოცნებები სრულდება - მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი. საქართველოს უდიდესი ძალები იცავენ“, - წერს გოგა მანია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ 16 მარტს, ღამით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება.
ბოლოს არსებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკურნალობის პროცესში თურქეთიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება.