Digest Logo

🎥 „მთის ფერდზე ცოცხალი იპოვეს“ - ვინ არის კაცი, რომელმაც სქურში მდინარის მიერ გატაცებული დედა-შვილი გადაარჩინა

1786341979
კაცი, რომელმაც ადიდებულ მდინარეში შესული დედა-შვილი გადაარჩინა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში, უწყვეტი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 45 წლის ირაკლი მაქაცარია მდინარის მოპირდაპირე ფერდზე ცოცხალი იპოვეს.

შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა - ადიდებულმა მდინარემ ოთხი მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი გაიტაცა. ირაკლი მაქაცარია წყალში დედა-შვილის გადასარჩენად შევიდა, მათი ნაპირზე უსაფრთხოდ გამოყვანა მოახერხა, თუმცა თავად სწრაფმა დინებამ წაიღო.

„09.08.2026 წლის დაახლოებით 17:02 საათზე, 112-ში შევიდა შეტყობინება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, კურორტ სქურში მომხდარი შემთხვევის შესახებ.

ადიდებულმა მდინარემ ოთხი მოქალაქე გაიტაცა, მათ შორის ორი ბავშვი.

ადგილზე სამაშველო ჯგუფების მისვლისას სამი მოქალაქის უვნებლად გამოყვანა განხორციელდა, ხოლო 45 წლის მამაკაცის ადგილსამყოფლის დადგენა თავდაპირველად ვერ მოხერხდა, რომელიც ბავშვების დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც იგი სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

ხანგრძლივი და ინტენსიური სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მამაკაცი მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე, მთის მხარეს ცოცხალი იპოვეს.

მისი გამოყვანა წარმატებით შეძლეს მაშველებმა და ამ დროისთვის მოქალაქე ი.მ. გადაყვანილია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. შემთხვევის შედეგად, ამ ეტაპზე, ოთხივე მოქალაქე უსაფრთხოდ არის“ - წერს მმართველი გუნდის წევრი ცოტნე შონია.