Digest Logo

მტკვარში გადავარდნილ მანქანასთან ერთად, წყლიდან ორი მგზავრის ცხედარი ამოასვენეს - ეძებენ მესამე მგზავრს

1747286686
მტკვარში გადავარდნილ მანქანა

მდინარე მტკვარში 2 დღის წინ გადავარდნილი მანქანა მაშველებმა წყლიდან დღეს დილით ამოიყვანეს. დადასტურდა, რომ მანქანაში იყო ორი მგზავრის ცხედარიც.

კიდევ ერთი დაკარგული მგზავრის საპოვნელად სამძებრო ოპერაცია გრძელდება. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, მანქანის მტკვარში ჩავარდნის დროს, სალონიდან გადმოხტომა ორმა ადამიანმა შეძლო - ერთი მათგანი მაშველებმა ავარიიდან მალევე იპოვეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავტომანქანის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირება მოხდა. აქედან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ზაჰესიდან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში, კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლუკა ლოჩოშვილი - „მინდა ბოლომდე ვიბრძოლო, მოედანზე ყველაფრის გასაკეთებლად გავედით, სერია B ასეთია, ბევრი არ არის მიჩვეული ამ ტიპის თამაშებს“

🎥 „ჯაჯო არის გველების ცნობილი მომთვინიერებელი...“ - გია ჯაჯანიძის ექსტრემალური თავგადასავალი „პრაიმშოუში“