Digest Logo

მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

1789376105
ავარია ხონში

მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

გავრცელებული ცნობით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

ავარიის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა. 

ინფორმაცია „დაიჯესტს“ შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.