Digest Logo

მწვერვალ შხელდაზე 1 ადამიანი სავარაუდოდ, მეხის დაცემას ემსხვერპლა, მაშველებმა 3 მთამსვლელი გადაარჩინეს

1723363834
მწვერვალი შხელდა

მაშველებმა სვანეთში სამი მთამსვლელი გადაარჩინეს, მწვერვალ შხელდაზე მყოფი ერთი პირი კი, მთამსვლელბის ინფორმაციით, სავარაუდოდ მეხის დაცემას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაღუპული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.

მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო სვანეთის სახანძრო-სამაშველო
განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ.

უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებროსამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.
 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვიცი გაგიხარდებათ, მეოთხედ ფინალში ვარ კონკურსის "America’s Next Top Hitmaker” - ნინი შერმადინი

„ყოველი შენი დღე უნდა იყოს ოლიმპიადა, წარმატება ყველგან არის და მხოლოდ ცნობადობასთან არ ასოცირდება“ - რას წერს მასტერი

⭕გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია!