მომღერალი ნინი შერმადინი კონკურსის „America’s Next Top Hitmaker” მეოთხედ ფინალში მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ის თავად სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„პოსტი რატომღაც წაიშალა, არ ვიცი მიზეზი, მაგრამ ვიცი გაგიხარდებათ, მეოთხედ ფინალში ვარ კონკურსის "America’s Next Top Hitmaker” .
იმედია ბოლომდე მივალთ, ხმის მიცემა დაიწყება ორშაბათს, საღამოს 10 საათიდან.
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, - წერს ნინი შერმადინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია!
⭕„ქართველები ასე ჭიდაობენ“ - გია მურღულია გივი მაჭარაშვილს ოლიმპიადის ფინალში გადასვლას ულოცავს