მწერალი გელა ჩარკვიანის სიყვარულის ისტორია გადაცემაში „სხვა რაკურსი“ კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
როგორც თავად გელა ჩარკვიანი ამბობდა, ნამდვილი სიყვარული ქრონიკული მდგომარეობაა, რაც არ იკურნება:
„დეფინიციის მიცემა სიყვარულზე შეუძლებელია, ადამიანები სიყვარულს ძალიან ბევრ გრძნობას და მდგომარეობას ეძახიან.
მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვიყავი ბედნიერი, იქამდე სანამ ტრაგედიები დამემართებოდა, რადგან მიყვარდა და ვშრომობდი. ეს იყო მუდმივი გრძნობა.
პირველ მუხტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ქიმია, რაც ორ შორის შეიქმნა, გადამწყვეტია! ეს არ იკურნება, ქრონიკულია და მე მაინც დაავადებას ვეძახი.
მუდმივი ყოფნა იყო ჩემს გონებაში, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. როცა გავიხსენებდი, საოცარი სითბო დამივლიდა ხოლმე.
სიყვარულის მენიუ საკმაოდ დიდია, მასში შედის კონფლიქტი, ეჭვიანობა, იდუმალება... ნანა სფინქსია, ხშირად ვამბობდი, რაც ხშირად არ იხსნება. მე ნანა ბოლომდე ვერ გამოვიცანი“, - ჰყვებოდა გელა ჩარკვიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს არის დაფიქრების, დაგეგმვის და რეალური ნაბიჯების დღე...“ - 27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕აპრილის პირველი ნახევრის ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები ხათუნა ნოელისგან