Digest Logo

მუხიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - ცნობილია, ვინ არის მკვლელი და მოკლული

1679552586
პოლიცია

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თბილისის გარეუბანში - მუხიანის მე-4 მიკრო რაიონში, 42-ე კორპუსში - დილის 09:00 საათზე მეზობლებმა ლიფტში დანით დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს.

64 წლის მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი, კაბინას ცეცხლის წაუკიდეს, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით. ამიტომ გარდაცვლილს გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობების გარდა დამწვრობაც აქვს მიღებული.

მოკლული რამაზ ბასილაძე იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ ეს კარგად იცოდა მკვლელმა, რომელიც მას სადარბაზოში დახვდა.

დანაშაულის ადგილი მუხიანის მეოთხე მიკრო რაიონის 42-ე კორპუსი დილის საათებში გახდა. აქ 64 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტეს.

მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალდებული 45 წლამდე მამაკაცია.