მსახიობი ქეთი სვანიძე სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც საზოგადოების მის მიმართ განხორციელებულ ბულინგზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ვეფხისტყაოსნის“ სპექტაკლის შემდეგ ქუჩაში გასვლის ეშინოდა და მის მიმართ მუქარის შემცველი ტექსტები ხორციელდებოდა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: დაუმსახურებელი ბულინგის გამო, გარეთ გასვლის შიში გქონდათ? - მან ასე უპასუხა:
„დიახ, მქონდა. მუქარები იყო იმის შესახებ - მალე დატოვებ რუსთაველის თეატრსო. ბოლომდე ვერც ჩავიკითხე უარყოფითი, იმდენად დადებითი მხარდამჭერი კომენტარები წამოვიდა. სრულიად უცხო ადამიანები მირეკავდნენ, წერილების პასუხს ვერ ავუდიოდი. მაინც მქონდა ქუჩაში გასვლის შიში. აფრიალებდნენ ჩემ ფოტოებს. შევიკავე თავი გარეთ გასვლისგან.
რომ გამოვედი იმხელა სიყვარული და სითბო მივიღე ყველგან, ყველა მაწყნარებდა. ცხოვრებაში ნაკლებად შეუძლიათ რამე პირში გითხრან, სოციალურ ქსელში უფრო ძლიერები არიან.
მეუღლე იყო პრემიერაზე. დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მასში სპექტაკლმა. ბულინგის დროს ღელავდა კი, არა მარტო ცემი მეუღლე, არამედ მეგობრებიც. ერთი დღე იყო ნერვიულობის, დანარჩენი ბედნიერების. ერთი სული მაქვს როდის ვითამაშებ კიდევ“, - იხსენებს ქეთი სვანიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვერ მივიღებ მათგან კრიტიკას, რომელთაც სპექტაკლი არ აქვთ ნანახი“ - ქეთი სვანიძე
⭕ „ხშირად არ ამჟღავნებს, მაგრამ...“ - ზოდიაქოს ნიშნები და შური