მარიამ ზელილოვა მეგაშოუ „ნიჭიერის“ მე-12 სეზონის {2026 წელი} ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. მან საზოგადოების ყურადღება და სიმპათია თავისი ემოციური და შთამბეჭდავი გამოსვლით მიიპყრო.
მარიამმა „ნიჭიერის“ სცენაზე ულამაზესი ცეკვა შეასრულა, რომელიც თავის გარდაცვლილ დედას მიუძღვნა.
მისმა გამოსვლამ, როგორც ჟიურის წევრები, ისე მაყურებელი აღაფრთოვანა და ააცრემლიანა. ის თბილისის 63-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა.
მასზე სიუჟეტი გადაცემამ „შუადღე“ მოამზადა:
„ჩემი გამოსვლა მივუძღვენი დედაჩემს.
რომ ენახა, აი, ძალიან გაუხარდებოდა და მოეწონებოდა ალბათ. დედაჩემსაც ძალიან უყვარდა ეს პროექტი, სულ ერთად ვისხედით და ვუყურებდით.
ნიჭიერში ჩემი ოცნების ასასრულებლად, ყოველთვის მინდოდა გამოვსულიყავი ტელევიზორში. სცენაზე რომ გამოვედი ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო, გულშემატკივრები მამხნევებდნენ“, - ამბობს მარიამ ზელილოვა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხაშურში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა