ნაღვლის ბუშტის პრობლემები მეტად გავრცელებულია მსოფლიოში, არც საქართველოა გამონაკლისი. ამ ორგანოს შეტევები ახასიათებს, რომელიც ძალიან მტკივნეული პროცესია. რა კავშირშია ნაღვლის ბუშტი და შაკიკი ერთმანეთთან - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ენდოკრინოლოგმა ნინო ვაშაკიძემ ისაუბრა.
„ნაღვლის ბუშტი ძალიან რომანტიკული ორგანოა, მისი მერიდიანი ძალიან ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი. ის რომ ჩვენ ვმოძრაობთ, ვართ ენერგიულები, ეს ყველაფერი არის ნაღვლის ბუშტის მერიდიანი.
თავის ტკივილები, შაკიკის ტიპის, შეიძლება იყოს მარჯვენა მხრივი ან მარცხენა მხრივი. ესეც არის ნაღვლის ბუშტის მერიდიანი. კისრის ტკივილი, ბეჭის ქვეშ ტკივილი, ლავიწს ზევით, ლავიწს ქვეშ ტკივილი, ვითომ გულის შეტევა - ეს ყველაფერი უკავშირდება ნაღვლის ბუშტის შეტევას.
მთავარი რაც ნაღვლის ბუშტმა იცის, არის შებერილობა. ორ ლუკმას შეჭამთ და შეიბერებით“, - ამბობს ნინო ვაშაკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაფერი გიხდება“ - შორენა ბეგაშვილის საოცნებო მოგზაურობა გრძელდება