Digest Logo

„ნახევარი ცხოვრება ციხეში ვიჯექი, ალბათ ფიქრობდნენ, რომ ცუდი ტიპი ვიყავი...“ - რეპერი ბედინა საცოლეს ეძებს

1781897462
რეპერი ბედინა

რეპერმა ბედინამ გადაცემაში „ამბავი“ საკუთარ ცხოვრებაზე, წარსულ რთულ წლებზე, ღალატსა და იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლითაც მომავალ მეწყვილეს ეძებს.

მუსიკოსმა გულახდილად გაიხსენა ციხეში გატარებული პერიოდი და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ხშირად სტერეოტიპული დამოკიდებულება ხვდებოდა.

„სიყვარული არ უნდა ეძებო, ის თვითონ გიპოვის. ვეძებ მაღალ ქალს, ქართველები მაღლები ვიყავით ოდითგანვე და ხომ უნდა გავაგრძელოთ გენი?! ღალატი იყო ცხოვრებაში, მე კი არასოდეს არ მიღალატია. ერთგულება არის ცხოვრებაში მთავარი და მე ძალიან ერთგული ვარ.

ნახევარი ცხოვრება ციხეში ვიჯექი, ალბათ ფიქრობდნენ, რომ ნარკომანი და ცუდი ტიპი ვიყავი. იყო ურთიერთობაში გულისწყვეტა, რადგან მშობლების ჩარევის გამო დავიშალეთ. ისხდნენ ახლა და ეფერონ სიძეს, ხომ ჰყავთ?! ახლა ვზივარ ჩემთვის და ვაკეთებ მუსიკას“, – ამბობს რეპერი ბედინა.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ „საოცარი გარდასახვა!“ – როგორ გამოიყურება 22 წლის ლილიანა გოგოჭური თურქეთში ჩატარებული ურთულესი ოპერაციის შემდეგ

⭕ ბავშვობის სიყვარული, რომელიც დიდებაზე ძლიერი აღმოჩნდა: ლეო მესისა და ანტონელას სამაგალითო ისტორია