
„ოცნება აგვისრულდა და აქ ვართ. ნაკრებში განწყობა ძალიან კარგია“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ მედიასთან განაცხადა.
„ფეხბურთელები მზად ვართ და 18-ში თურქეთთან თამაშისთვის მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც მწვრთნელი დაგვავალებს. ვეცდებით, რომ ჩვენს სასიკეთოდ დავასრულოთ თურქეთთან შეხვედრა“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩვენი ნაკრების სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული მოვლენაა“ - ლევან კობიაშვილი
⭕„ქალი ცეცხლი...“ - ნახეთ, ნეკა დოროყაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები
⭕„უიდეალურესი ღიმილი...“ - ნახეთ, დალი ჩიტალაძის ახალი, მომნუსხველი ფოტოები
⭕„შეწყვიტე სწავლა და შენ დაინახავ...“ - რას წერს გია მურღულია