Digest Logo

„ნალექი, ელჭექი და სეტყვა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

1779525151
ამინდი ცუდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 23-25 მაისს მოსალოდნელია ნალექი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

„23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი,  ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ადამიანი ის არის, რასაც ირჩევს“ - რას წერს გია მურღულია

⭕როგორ გავააქტიუროთ 23 მაისის ენერგია? - თამუნა იოსელიანის რჩევები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით