ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა. მისი პოზიტიური აურა, დახვეწილი სტილი და უშუალობა მკითხველისთვის მუდმივად საინტერესოა. თიკა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად უზიარებს გამომწერებს კადრებს როგორც პროფესიული, ისე ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად, ტელეწამყვანმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ახალი ფოტოები გაავრცელა, რომლებმაც გამომწერების მხრიდან ნამდვილი აღფრთოვანება გამოიწვია.
გამომწერები აღნიშნავდნენ, რომ ტელეწამყვანი ყოველთვის ახერხებს პოზიტიური განწყობის გავრცელებას:
„პოზიტიური თიკა, ყოველთვის მიხარია შენი დანახვა“,
„ფაცაციების მშვენება ხარ“,
„შავი ფერის თმა როგორ გიხდებათ! ულამაზესი ხართ!“,- აღნიშნავენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ თიკა ფაცაცია არაერთი პოპულარული მეგა-შოუს წამყვანია და მისი თითოეული გამოჩენა ეკრანზე თუ სოციალურ ქსელში ყოველთვის ხდება საჯარო განხილვისა და დადებითი შეფასებების საგანი.
თიკას მეუღლე და ორი ვაჟიშვილი ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტრაგედია გარდაბანში - დაღუპულია 7 ადამიანი
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის ივნისი ფინანსურად განსაკუთრებით ხელსაყრელი თვე იქნება