მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას ინფორმაციას ზღვისპირა ქალაქების შესახებ უზიარებს:
„შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე ნამდვილი საზაფხულო ამინდია მოსალოდნელი. დილიდანვე მზიანი და უნალექო ამინდი იქნება, რაც ზღვისპირა დასვენებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.
დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ზღვის წყალი სასიამოვნო +28 გრადუსი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების ინდექსი 9-ს მიაღწევს, რაც მაღალი მაჩვენებელია. დღის ყველაზე ცხელ საათებში რეკომენდებულია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.
გისურვებთ მშვიდ და სასიამოვნო დღეს, ისიამოვნეთ ზღვით, ზაფხულითა და შესანიშნავი ამინდით!“, - წერს კობა ფარტენაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „აძლიერებს იღბალს“ - აგვისტოს ჯადოსნური კოდები თაკო მელიქიშვილისგან
🎥 „შეგიძლია ძველი გენები წაშალოთ...“ - რას ამბობს არუნ ხათრი